კომაროვის სკოლის მე-9 კლასელი მოსწავლის, ნიკა ამირეზაშვილის ჩვენი სკოლის ეზოს ,,საშემოდგომო კოლექცია’’!

კომაროვის სკოლის მე-9 კლასელმა მოსწავლემ ნიკა ამირეზაშვილმა  შემოგვთავაზა  ჩვენი სკოლის ეზოს ,,საშემოდგომო კოლექცია’’. 

მე-9 მეორე კლასელებმა ( დამრიგებელი - ლია გოგოხია) კიდევ ერთ სასწავლო  პროექტს- ,,ფოტოხელოვნება ჩემს ცხოვრებაში’’ ჩაუყარეს საფუძველი. პროექტის ძირითადი მიზანი არის მოზარდთა ინტელექტის განვითარება, მათი აქტიური დაინტერესება, გემოვნებისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბება. მოსწავლეებმა თვითონ უნდა გაარკვიონ, თუ რა ადგილს იკავებს ფოტოგრაფია მათ ცხოვრებაში და რა ადგილს დაიკავებენ თვით ახალგაზრდები ფოტოგრაფიაში. დღეს ფოტოაპარატი თითქმის ყველა ოჯახშია. ახალგაზრდობა გატაცებულია სურათების გადაღებით.  ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა თავს იდონ ხელოვნების მაღალი მისია-მხატვრულად ასახონ სინამდვილე. ჩვენი მოსწავლეები დადიან სოფლებში, ექსკურსიებზე, მოგზაურობენ და ხშირად უწევთ ბუნების წიაღში ყოფნა. მათ უნდა შეძლონ საინტერესო მომენტების დაჭერა და აღბეჭდვა. დადგა დრო ფოტოხელოვნებამ ჩვენს ცხოვრებაშიც დაიკავოს ღირსეული, კუთვნილი ადგილი.



ზემოთ